ხშირად დასმული შეკითხვები

აფილიეიტ მარკეტინგი არის, საკომისიოს გამომუშავების საშუალება სხვისი პროდუქტის ან სერვისის პრომოუშენის გზით. ნახულობთ პროდუქტს ან სერვისს, ათავსებთ თქვენს ციფრულ სივრცეში და თუ ვინმე თქვენი აფილიეიტ ლინკის საშუალებით მოახდენს ონლაინ გარიგებას, თქვენ გეკუთვნით საკომისიო. ყველაფრის არღიცხვას კი უზრუნველყოფს watts.ge

watts.ge წარმოადგენს affiliate marketing network-ს, ელექტრონულ პლატფორმას, სადაც თავს იყრიან, როგორც მერჩანტები, ასევე აფილიეტები. watts.geუზრუნველყოფს ტექნიკური მხარდაჭერის ყველა ასპექტს.

როგორც აღვნიშნეთ watts.ge წარმოადგენს affiliate marketing network-ს, ელექტრონულ პლატფორმას, სადაც თავს იყრიან, როგორც მერჩანტები ასევე აფილიეტები. ნეთვორკი უზრუნველყოფს ტექნიკური მხარდაჭერის ყველა ასპექტს.
აფილიეიტ მარკეტინგ პროგრამა – თუ მერჩანტი (ბიზნესი) გადაწყვეტს watts-ის პლატფორმაზე თავისი კამპანიის განთავსებას, რომელშიც ერთვებიან აფილიეტები, ამ შემთხვევაში მერჩანტს გააჩნია აფილიეიტ მარკეტინგ პროგრამა

ძალიან მარტივად: cookie არის პატარა ფაილი, რომელიც ინახება ვიზიტორის კომპიუტერში. აფილიეიტ მარკეტნგში cookie გამოიყენება იმისათვის რომ მოხდეს საკომისიოს მიკუთვნება იმ აფილიეიტისითვის ვისი ლინკის გამოყენებითაც ვიზიტორი ეწვია და შეასრულა ტრანზაქცია ბიზნესის გვერდზე.

აფილიეიტი, იგივე ფაბლიშერი არის ინდივიდი ან ორგანიზაცია რომელიც მერჩანტის (ბიზნესის) პროდუქტებს ან მომსახურებას უწევს პოპულარიაზაციას ონლაინ სივრცეში. აფილიეიტ გამოიმუშავებს საკომისიოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოხდა ონლაინ ტრანზაქცია.

მერჩანტი არის ის ვინც ქმნის ან/და ყიდის პროდუქტს, მომსახურებას. მერჩანტი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური პირი ასევე ორგანიზაცია. არ აქვს არანაირი მნიშვნელობა თუ რა სიდიდის ბიზნესის მფლობელია მერჩანტი. მთავარი პირობაა რომ მერჩანტს ჰქონდეს ონლაინ სივრცე სადაც სრულდება ონლაინ გარიგებები.

CPA – Cost Per Action, აფილიეიტ მარკეტინგში აღნიშნული სახის საკომისიოს მერჩანტი უხდის აფილიეიტს როდესაც მარკეტინგული კამპანიით წინასწარ განსაზღვრული მოქმედება სრულდება (მაგალითად: გაყიდვა)

Cost Per Lead – აღნიშნული სახის საკომისიოs მერჩანტი უხდის აფილიეიტს იმ შემთხვევაში როდესაც ხდება ლიდის გენერაცია (მაგალითად: საკრედიტო ბარათზე განაცხადის შევსება)

Pay Per Click – საკომისიოს სახე, როდესაც მერჩანტი აფილიეიტს უხდის საკომისიოს კლიკების რაოდენობის მიხედვით.

ზოგადად აფილიეიტ მარკეტინგში საკომისიოს მიკუთვნება ხდება cookie ჩანაწერის მიხედვით, რომელიც ინახება ვიზიტორის ელექტრონულ მოწყობილობაზე. 

Watts-ის თრექინგ კოდი თავსდება მერჩანტის ეგრეთ წოდებულ thank you page-ზე, ანუ მადლობის გვერდზე. thank you page წარმოადგენს ტრანზაქციის დასასრულის დასტურს. გამართული და მძლავრი რეპორტინგის საშუალებით როგორც მერჩანტები ასევე აფილიეტები მარტივად ნახულობენ აფილიეტ მარკეტინგთან დაკავშირებულ აქტივობებზე  ნებისმიერ ინფორმაციას.

რეგისტრაცია პლატფორმაზე მარტივია.

დააკლიკეთ

რეგისტრაციის შემდეგ საჭიროა ხელი მოაწეროთ ხელშეკრულებას, მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდება თქვენი მერჩანტის ანგარიში

თქვენ ვებ საიტს უნდა შეეძლოს ტრანზაქციების წარმოება. ჩვენ სისტემას შეუძლია როგორც e-commerce, ასევე მხოლოდ ლიდებზე დამოკიდებულ ვებსაიტებთან მუშაობა

იმისათვის რომ მერჩანტის ვებსაიტზე მოხდეს ტრანზაქციების აღრიცხვა და მისი მიკუთვნება აფილიეტზე, საჭიროა თრექინგ კოდის გათავსება (100% უსაფრთხო).

თრექინგ კოდი თავსდება ეგრეთ წოდებულ thank you page-ზე (მადლობის გვერდე, მას შემდეგ რაც ტრანზაქცია შესრულდება).

WATTS ის თრქინგ კოდი ძალიან მარტივად თავსდება CMS სისტემებზე, რაც არ მოითხოვს დამატებით ჩარევას. 

თუ თქვენი ვებსაიტი არ წარმოადგენსcms სისტემას, შეგიძლიათ თქვენით განათავსოთ კოდი (ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ გაგიწევთ ტექნიკურ დახმარებას), ან მოგვმართოთ ჩვენ და ჩვენ მოვახდენთ კოდის ინტეგრაციას. ინტეგრაციის საფსური გამოითვლება შესასრულებელი სამუშაოს სირთულიდან გამომიდინარე

PAY PER SALE – აფილიეიტი გამოიმუშავებს საკომისიოს, თუ მისი გვერდიდან გადასული ვიზიტორი, მერჩანტის გვერდზე განახორციელებს ონლაინ შესყიდვას. საკომისიო როგორც წესი მთლიანი შეკვეთის პროცენტის ან ფიქსირებული გადასახადის სახით აღირიცხება.

PAY PER LEAD – ფიქსირებული საკომისიოს სახე, ვიზიტორის მიერ რაიმე სახის აქტივობის შესრულების სანაცვლოდ. მაგალითად: საკრედიტო ბარათზე განაცხადის შევსება; დეველოპერული კომპანიის კითხვარის შევსება და ასე შემდეგ.

PAY PER CLICK – საკომისიო ყოველ კლიკზე, როდესაც აფილიეიტის ონლაინ სივრციდან ვიზიტორი გადადის მერჩანტის ვებ გვერდზე

იმისათვის რომ აფილიეტმა შეძლოს თქვენი ბიზნესის პრომოუშენი, საჭიროა რომ შეიქმნას მარკეტინგული კამპანია, რომელშიც ერთვება აფილიეიტი.

მარკეტინგული კამპანიის შექმნა მარტივია. პლატფორმის ინტრეფისის გამოყენებით ქმნით კამპანიას რომელიც მოიცავს თქვენი მოთხოვნების ყველა ასპექტს. 

მიზანია რომ აფილიეიტს შეექმნას სრული წარმოდგენა თქვენი კამპანიის შესახებ.

თქვენ უთითებთ თუ რა სახის საკომისიო ეკუთვნის აფილიეიტს, მაგალითად მთლიანი შეკვეთის პროცენტი თუ ფიქსირებული გადასახადი და ასე შემდეგ.

თქვენ თითონვე ტვირთავთ მარკეტინგულ მასალას (მაგ: ბანერებს) რომელსაც იწერს აფილეიტი და ათავსებს მის ონლაინ სივრცეში.

ყველას შეუძლია კამპანიაში ჩართვა? – თქვენ შეგიძლიათ კამპანია დააკონფიგუროთ იმგვარად რომ ვინც კი გამოხატავს ჩართვის სურვილს ავტომატურად ჩაერთოს, ასევე გაქვთ საშუალება რომ მხოლოდ თქვენი შეხედულებისამებრ ჩართოთ ის აფილიეიტი რომლესაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ.

რა არის პრივატული კამპანია – კამპანიები იყოფა ორ ნაწილად, რომელიც ყველასათვის არის ხილული (public) ან პრივატული.

პრივატულ კამპანიას და მის პირობებს ვერ ხედავს ვერავინ, იმ აფილიეტების გარდა რომელსაც თქვენ თვითონ ამატებთ კამპანიაში. 

ერთ ერთი პირველი მახასიათებელი რასაც უყურებს აფილიეიტი კამპანიის არჩევისას არის თუ რა საკომისიო ეკუთვნის მას წარმატებული ტრანზაქციის შედეგად. 

ძალიან დაბალი საკომისიოს შემთხვევაში ბევრი აფილიეიტი არ ჩაერთვება თქვენს კამპანიაში.

ზოგადად მერჩანტი საკომისიოს ოდენობას აწესებს მისი პროდუქციის მომგებიანობის მარჟიდან გამომდინარე.

public კამპანიების სტატისტიკა ხელმისაწვდომია აფილიეტებისათვის. აფილიეტი ხედავს ზოგად დეტალებს თვენი კამპანიის შესახებ, როგორიც არის მაგალითად შეკვეთის საშუალო მოცულობა, საშუალო საკომიო და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი საჭიროა იმისათვი, რომ აფილიეტს ჰქონდეს წარმოდგენა თუ რა სახის შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი თ აირჩევს თქვნს კამპანიას.

გახსოვდეთ რომ აფილიეიტს საკომისიო ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ტრანზაქცია არის წარმატებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ არაფერს არ იხდით სანამ არ მოხდება ონლაინ ტრანზაქცია.

თვენ გაქვთ 7 დღე იმისათვის რომ დაადასტუროთ ან უარყოთ ტრანზაქცია. უარყოფილი ტრანზაქციის შემთხვევაში საჭიროა რომ watts.ge-ს წარუდგინოთ მტკიცებულება იმისა თუ რატომ არ ადასტურებთ ტრანზაქციას. მაგალითად მოხდა პროდუქციის უკან დაბრუნება და ასე შემდეგ.

თუ 7 დღის გასვლის შემდეგ ტრანზაქციის სტატუსი არ იცვლება ტრანზაქცია ავტომატურად დასტურდება. 

იმისათვის რომ აფილიეიტმა მიიღოს კუთვნილი საკომისიო, ტრანზაქცია უნდა დადასტურდეს.

რათქმაუნდა შესაძლებელია. საჭიროა რომ პოტენციური აფილიეიტი დარეგისტრირდეს watts.ge-ს პლატფორმაზე. დანარჩენს ჩვენ ვუზრუნველყობთ.

აფილიეიტ მარკეტინგის გამოყენებით, თქვენს მაგივრად თქვენს პროდუქტებისა თუ სერვისების პრომოუშენს ახდენენ მარკეტერები, აფილიეტები. აფილიეიტ მარკეტინგის გამოყენებით თქვენ გეძლევათ შანსი იმ აუდენციაზე გასვლის, რასაც თქვენი ტრადიციული მარკეტინგული აქტოვობებით ვერ ახერხებდით.

აფილიეიტ მარკეტინგი მიჩნეულია როგორც ერთ ერთი ყველაზე მომგებიანი ფორმა თქვენი ბიზნესის გაყიდვების გაზრდისათვის. გხსოვდეთ რომ მერჩანტს არ წარმოეშვება არანაირი სახის ხარჯი, მანამ სანამ არ შესრულდება ონლაინ ტრანზაქცია.

სტრატაპ აქციის განმავლობაში მერჩანტად რეგისტრაცია უფასოა. იჩქარეთ სტრატაპ აქცია დიდ ხანს არ გასტანს

watts.ge იღებს მერჩანტისგან ეგრეთ წოდებულ network fee-ს, და იგი შეადგენს  აფილიეტზე გადახდილი მთლიანი თანხის 20%.

განვიხილოთ მაგალითი: აფილიეიტს კუთვნილი საკომისიო შეადგენს 100 ლარს, თქვენი ხარჯი შეადგენს საკომისოს + network fee.

როგორც ავღნიშნეთ network fee არის 20%. ამ შემთხვევაში თქვენი მთლიანი ხარჯი შეადგენს 120 ლარს, საიდანაც 20 ლარი ეკუთვნის პლატფორმას, ხოლო 100 ლარი აფილიეიტს.

საკომისიოების გადარიცხვას უზრუნველყოფს watts.ge

watts.ge მუშაობს წინასწარი გადახდის სისტემაზე. 

თქვენ უნდა შეავსოთ თქვენი ბალანსი საბანკო გადარიცხვით, რომელიც აისახება თქვენ სამართავ პანელში. ყველა სახის საკომისიო ჩამოიჭრება არსებული დადებითი ბალანსიდან. ბალანსის ამოწურვამდე სისტემა გიგზავნით შემახსენებელ მეილებს. თუ თქვენი ბალანსი ჩამოცდება 0-ს, ხდება თქვენი ანგარიშის დროებითი ტერმინაცია ბალანსის შევსებამდე.

ტერმინაციის შემთხვევაში თქვენს კამპანიებში ჩართულ აფილიეიტსბს ეგზავნებათ ავტომატური მეილი, რაც ატყობინებს მათ რომ მერჩანტი დროებით გათიშულია სისტემიდან და ტრანზაქიების შემთხვევაში მათ არ დერიცხებათ საკომისო. როგორც წესი აფილიეტები დიდ ხანს არ მუშაობენ იმ მერჩანტებთან ვისაც ამგვარი შემთხვევები ხშირად უდგება.

 

რეგისტრაცია პლატფორმაზე მარტივია.

დააკლიკეთ

რეგისტრაციის შემდეგ საჭიროა ხელი მოაწეროთ ხელშეკრულებას, მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდება თქვენი მერჩანტის ანგარიში

თქვენ უნდა გაგაჩნდეთ ვებ სივრცე სადაც შეძლებთ განათავსოთ მერჩანტის შეთავაზებები. 

აუცილებელი პრობაა რომ ვებ სივრცე იყოს თქვენი.

მისაღებია ყველა სახის ვებ სივრცე სადაც შეგეძლებათ ბანერების და ლინკების გათავსება. (ვებაისიტ, ბლოგი, ფეისბუქი, ინსტაგრამი და ასე შემდეგ)

 

აფილიეიტად რეგსიტრაცია შეუძლია ნებისმიერ მსურველს. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ხართ იურიდიული თუ ფიზიკური პირი. მთავარია გაგაჩნდეთ ვებ სივრცე სადაც განათავსებთ მერჩანტის შეთავაზებებს.

ვებსაიტის ქონა არ არის აუცილებელი პირობა.

მისაღებია ნებისმიერი სახის ვებ სივრცე სადაც შეძლებთ ბანერების და ლინკების გათავსებას (ვებაისიტ, ბლოგი, ფეისბუქი, ინსტაგრამი და ასე შემდეგ)

სტრატაპ აქციის განმავლობაში აფილიეიტად რეგისტრაცია უფასოა. იჩქარეთ სტრატაპ აქცია დიდ ხანს არ გასტანს

თქვენი გამომუშავებული საკომისიო ირიცხება თვეში ერთხელ. ყოველ 25 რიცხვში.

მინიმალური გადასარიცხი თანხის ოდენობა არის 100 ლარი გადასახადების ჩათვლით.

რეგისტრაციის შემდეგ თქვენ მოგეცემათ წვდომა თქვენს აფილიეიტ პანელზე, სადაც ნახავთ პლატფორმაზე რეგისტრირებული მერჩანტების კამპანიებს.

მერჩანტის კამპანიაში მოცემულია ყველა ის პირობა რაც უნდა დაკმაყოფილდეს იმისათვის რომ თქვენ გამოიმუშავოთ საკომისიო. 

კამპანიაში მითითებულია როგორც საკომისიოს ოდენობა, ასევე სხვა პირობები.

არსებობს ორი სახის კამპანია: რომელშიც ავტომატურად ერთვებით, და რომელშიც მერჩანტის თანხმობაა საჭირო რომ ჩაერთოთ.

როდესაც მოგივათ დასტური რომ კამპანიაში ხართ ჩართული, შეგიძლიათ გადაწეროთ მარკეტინგული მასალა (ბანერები, ლინკები) და განათავსოთ თქვენს ვებ სივრცეში.

არსებობს ასევე პრივატული კამპანიები. პრივატულ კამპანიებში აფილიეიტს რთავს მხოლოდ მერჩანტი, პრივატული კამპანია არ ჩანს ჩამონათვალში.

პირველ რიგში ირჩევთ მერჩანტის კამპანიას, რომელიც თქვენ მოგწონთ.

არსებობს ორი სახის კამპანია: რომელშიც ავტომატურად ერთვებით, და რომელშიც მერჩანტის თანხმობაა საჭირო რომ ჩაერთოთ.

როდესაც მოგივათ დასტური რომ კამპანიაში ხართ ჩართული, შეგიძლიათ გადაწეროთ მარკეტინგული მასალა (ბანერები, ლინკები) და განათავსოთ თქვენს ვებ სივრცეში. თუ ვიზიტორი თქვენი ვებ სივრცის გავლით მოახდენს ტრანზაქციას მერჩანტის გვერდზე თქვენ გერიცხებათ საკომისიო.

თუ მერჩანტის კამოანია არ კრძალავს ფასიანი რეკლამის მეშვეობით ვიზიტორების გაგზავნას მერჩანტის გვერდზე, თქვენ შეგიძლიათ თქვენი საკუთარი PPC თუ სხვა სახის ფასიანი რეკლამის გამოყენება შემოსავლის მისაღებად. 

უმეტეს შემთხვევაში თქვენ არ გიწევთ არანაირი კომუნუკაციის დაყარება მერჩანტთან. სისტემა უზუსტესად აღრიცხვას ყველაფერს და ყველანაირი ინფორმაცია რაც საჭიროა  თავს იყრის აფილიეიტის პანელში.

დიახ შეიცავს

საკომისოს ოდენობა შეიცავს ყვლა სახის გადასახადს. ანგარიშსწორების დროს, საგადასახადო კანონის შესაბამისად ჩვენ ვართ ვალდებული დავაკავოთ ის გადასახადები რომელიც მიეადაგება ერთ რომელიმე კონკრეტულ აფილიეიტს. 

მაგალითად, თქვენ თუ ხართ ფიზიკური პირი, ჩვენ ვალდებული ვართ დავაკავოთ თქვენი საშემოსავლო გადასახადი, და ჩაგირიცხოთ ნეტ თანხა.

მოკლე პასუხია არა

პირველ რიგში საკომისიოები ირიცხება თვეში ერთხელ, ყოველ 25 რიცხვში, და დარიცხული საკომისიო რადენობა უნდა შეადგენდეს 100 ლარს გადასახადების ჩათვლით.

მერჩანტს აქვს 7 კალენდარული დღე იმისათვის რომ დაადასტუროს ან უარყოს ტრანზაქცია. ტრანზაქციის უარყოფა ხდება იმ შემთხვევაში თუ მაგალითად მომხმარებელმა უკან დააბრუნა პროდუქტი, ან რაიმე სხვა შემთხვევაში. მერჩანტმა იმისათვის რომ უარყოს ტრანზაქცია პლატფორმას უნდა წარმოუდგინოს მტკიცებულება, თუ რა მიზეზით ხდება უარყოფა. დასტურამდე ტრანზაქციას აქვს “pending” სტატუსი და იგი არ მონაწილეობს მინიმალური გადასარიცხი 100 ლარის კალკულაციაში. დაუდასტურებელი ტრანზაქციები 7 კალენდარული დღის შემდეგ ავტომატურად დასტურდება